ბიზნესის წარმატება ხშირ შემთხვევაში ეყრდნობა სწორ პარტნიორობას. თუმცა, როდესაც ერთ-ერთი პარტნიორი იწყებს უჩვეულო ქცევებს, მენეჯმენტში შემოაქვს დაძაბულობა და ცდილობს პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას — დიდი შანსია, რომ გატყუებდეთ.
თუ გაგიჩნდათ მსგავსი ეჭვი, მასზე დროული რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია. 5 ყველაზე გავრცელებულ ნიშანს, რომელიც შეიძლება მიანიშნებდეს პარტნიორის არაგულწრფელ ქმედებებზე, და ასევე გესაუბრებით იმაზეც, თუ როგორ დაგეხმარებათ კერძო დეტექტივი თბილისში პარტნიორის სანდოობის დადგენაში.
ფინანსური მონაცემების დამალვა ან გაურკვევლობა დოკუმენტებში
ფინანსური გამჭვირვალობა ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტია პარტნიორობაში. როდესაც პარტნიორი ცდილობს, დაფაროს დოკუმენტები, არ გცემთ პასუხებს საბანკო ანგარიშვალდებულებებთან დაკავშირებით, ეს უკვე ბადებს სერიოზული ეჭვის საფუძველს.
იშვიათი შეხვედრები, გაუგებარი ხარჯები და დოკუმენტების დამალვის მცდელობა უტყუარი ნიშანია იმისა, რომ თქვენი ბიზნეს პარტნიორი გატყუებთ.
სიტყვიერი შეთანხმებების დარღვევა
თუ ადრე შეთანხმებულ პირობებს თქვენი პარტნიორი ხშირად ცვლის ან უარყოფს და ამბობს რომ ამაზე არ შეთანხმებულხართ ან ამაზე არ გისაუბრიათ, ეს ასევე ნიშნავს რომ საქმე გაქვთ შესაძლო ნიშნებთან, რომლებიც პარტნიორის ღალატზე მიუთითებს.
პარტნიორი, რომელიც მუდმივად ცვლის თავის პოზიციასა და შეხედულებებს, ვერ იქნება სანდო და თქვენს ბიზნესს წარმატებას ვერ მოიტანს.
გაზვიადებული დაპირებები და მანიპულაცია
„სხვა პარტნიორი არ გვჭირდება“, „ყველაფერი იდეალურადაა“, „ჩემი იდეა სრულყოფილია“ და მსგავსი ფრაზები შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ პარტნიორი თქვენს მოტყუებას ცდილობს. ნებისმიერი დაპირება გამყარებული უნდა იყოს რეალური მონაცემებითა და გეგმებით, რაც მუშაობის და განვითარების პროცესში დაგეხმარებათ.
გადაამოწმეთ რამდენად არის პარტნიორის მიერ მოცემული დაპირებები დაფუძნებული რეალურ კვლევებსა და გეგმებზე და ისინი უბრალოდ მხოლოდ გამოგონილი იდეები ან პირობები ხომ არ არის.
თქვენი როლის უგულებელყოფა სამუშაო პროცესში
თუ მნიშვნელოვანი ფინანსური ან სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღება თქვენს გარეშე, ხშირად იგებთ გარკვეული ცვლილების შესახებ ყველაზე გვიან ან გრძნობთ, რომ ბიზნესში თანასწორობის პრინციპები ირღვევა, ეს ნიშნავს მენეჯმენტის არასწორ დინამიკაზე.
პარტნიორი, რომელიც აზრს არ გეკითხებათ, შესაძლოა, გეგმის გარეშეც მოქმედებდეს თქვენს ზურგს უკან.
მესამე პირების ფარულად ჩართვა თქვენი ბიზნესის საქმიანობაში
თუ გაიგეთ, რომ თქვენი პარტნიორი კონსულტაციას იღებს სხვა ადამიანებისგან ან კომპანიებისგან კონფიდენციალურად, ან დასაქმებული ჰყავს ადამიანი თქვენთან შეთანხმების გარეშე, ეს უკვე ყველაზე სერიოზული ნიშანია იმის, რომ შეიძლება თქვენი პარტნიორი გატყუებთ.
როგორ დაგეხმარებათ კერძო დეტექტივი პარტნიორის სანდოობის დადგენაში?
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთზე მეტი ნიშანი შენიშნეთ, მნიშვნელოვანია, არ იმოქმედოთ მხოლოდ ინტუიციაზე დაყრდნობით. სწორედ ასეთ დროს შემოდის საქმეში კერძო დეტექტივი, რომელიც ობიექტურად და კონფიდენციალურად შეამოწმებს თქვენს პარტნიორს.
კერძო დეტექტივის მთავარი ფუნქციები პარტნიორის სანდოობის გაგების საკითხში:
ფარული დაკვირვება და ინფორმაციის მოგროვება
დეტექტივი შეძლებს დაადგინოს — მართლა დადის თუ არა პარტნიორი „საქმიან შეხვედრებზე“, ვისი კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება და როგორ იყენებს სამუშაო დროს.
ფინანსური ანალიზის დახმარება
დეტექტივს შეუძლია ინფორმაციის მოპოვება მესამე მხარეებიდან იმის გასარკვევად, ხომ არ არის თქვენი პარტნიორი ჩართული სხვა კომპანიების საქმიანობასა და ფინანსებში, რაც კანონით ან მორალურად დაუსაბუთებელია.
კონტაქტების გადამოწმება და მონაცემთა ანალიზი
კერძო დეტექტივი შეამოწმებს პარტნიორის წარსულ კავშირებს — ხომ არ იყო გაკოტრებული, ხომ არ ჰყავს ფარული პარტნიორები, ხომ არ აქვს კრიმინალური წარსული.
იურიდიულად დაცული მტკიცებულებების მიწოდება
ყველა ინფორმაცია, რომელსაც დეტექტივი მოგაწვდით, შესაძლებელია გამოყენებული იყოს სასამართლოში, იმ შემთხვევაში, თუ საქმე სასამართლომდე მივიდა.
რატომ უნდა ვენდოთ კერძო დეტექტივს?
PrivateDetective.ge საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კერძო საგამოძიებო სააგენტოა, რომელიც სპეციალიზირდება პარტნიორული სანდოობის დადგენასა და ბიზნესეთიკის დარღვევებზე რეაგირებაში. მათი დახმარებით, შეძლებთ:
- მიღოთ დამოწმებული ინფორმაცია;
- დაიცვათ თქვენი ინვესტიცია;
- იმოქმედოთ კანონის ფარგლებში;
- აღადგინოთ კონტროლი თქვენს ბიზნესზე.
მათი მომსახურება სრულად კონფიდენციალურია, მოქმედებენ სწრაფად და კანონთან შესაბამისობით. განსაკუთრებით გამოსადეგია ისეთი მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, რომელთათვისაც ყოველი სტრატეგიული გადაწყვეტილება გადამწყვეტია.
ბიზნესში ნდობა და გამჭვირვალობა უდიდეს როლს ასრულებს. თუ ეჭვი გეპარებათ პარტნიორის გულწრფელობაში, უმჯობესია დროულად იმოქმედოთ — ჯერ დაკვირვება, შემდეგ ფაქტები და ბოლოს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.
კერძო დეტექტივი დაარსდა 2004 წელს, გააჩნია დიდი პროფესიული გამოცდილება და ორიენტირებულია კლიენტის ინტერესის დაკმაყოფილებაზე.
ჩვენი კომპანია დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით , იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს და მეთოდოლოგიას, თანამშრომლობს არსებულ სფეროში , სხვადასხვა ქვეყნების წარმატებულ სააგენტოებთან.
ჩვენი გუნდი ასევე ატარებს დეტალურ გამოკვლევებს ფარული ინფორმაციის გამოსავლენად, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი პოტენციური პარტნიორის სანდოობაზე. ეს შეიძლება მოიცავდეს მეთვალყურეობას, სოციალური ქსელების შემოწმებას და იმ ადამიანებთან გასაუბრებას, რომლებიც წარსულში თქვენს პარტნიორთან ან მის კომპანიასთან თანამშრომლობდნენ. კვლევის შედეგების მიხედვით კერძო დეტექტივი მოგცემთ ინფორმაციას, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.
ჩვენი ღირებულებებია კლიენტის წინაშე მაღალი პასუხისმგებლობა, საქმისადმი კეთილსინდისიერი და პროფესიონალური მიდგომა, მრავალწლიანი გამოცდილება და კონფიდენციალურობის სრული დაცვა.